about us

 

სამაგიდო თამაშები მოიცავს თამაშების ისეთ კატეგორიას რომელიც ითამაშება დაფაზე ან მაგიდაზე სათამაშო ფიგურების გამოყენებით. მაგალითად, პოპუალრული სამაგიდო თამაშებია აბა ვინ ვარ , ტვისტერი, ფინანსისტი . ადრეული სამაგიდო თამაშები როგორც წესი წარმოდგენდა ბრძოლებს ორ არმიას შორის, თანამედროვე თამაშებში კი მოქმედება და მიზანი უფრო მრავალფეროვანია. კლასიკური სამაგიდო თამაშები შეიძლება დაიყოს ოთხ ნაწილად: რბოლა, სივრცისთვის ბრძოლა (მაგალითად „ჯვარი და ნული“), ნადირობა და თამაშები სადაც ფიგურებს გარკვეული წესით გადაადგილებთ, მაგალითად მონოპოლისტი. 

ნტიკური სამაგიდო თამაშები ცნობილია თითქმის ყველა კულტურისა და ცივილიზაციისათვის. ისტორიული ცნობები უძველესი თამაშების შესახებ აღმოჩენილია ირანისეგვიპტის, აღმოსავლეთ აზიის და ევროპის ტერიტორიებზე. დღესდღეობით თამაში “სენეტი” მიიჩნევა უძველეს სამაგიდო თამაშად, რომელსაც თამაშობდნენ ძველ ეგვიპტეში, ძვ. წ. 3500-3100 წლებშ.

სენეტი, ერთ-ერთი უძველესი სამაგიდო თამაში

ერთ-ერთი უძველესი თამაშია დღეისთვის კარგად ცნობილი ნარდი. ის სავრაუდოდ შექმნა მესოპოტამიაში 5 000 წლის წინ. ანტიკურ თამაშთა რიცხვს ასევე მიეკუთვნება ჭადრაკი (ინდოეთი) და გო (ჩინეთი).

სამაგიდო თამაშები საკმაოდ პოპულარული იყო ევროპელ ხალხებშიც. მაგალითად ჰომეროსის ილიადაში (ძვ.წ.აღ. 8 ს.) აღწერილია თამაში პეტეია. რომელიც შემდეგ სახეცვლილი ვარიანტით რომის იმპერიაშიც გავრცელდა. სამაგიდო თამაშები ძალიან პოპულარი გახდა მეცხრამეტე საუკუნის პრუსიაში. შეიქმნა თამაშები მთელი სერია – ე.წ. ქრიგსშფილ (“საომარი თამაშები”) რომელიც გამოიყენებოდა სამხედრო აკადემიაში.

სამაგიდო თამაში დაფა, დაახლ. მე-15-ე საუკუნე, ვალტერის ხელოვნების მუზეუმი

უამრავი პოპულარული თანამედროვე სამაგიდო თამაშ შეიქმნა აშშ-ში. მათ შორისაა თამაში მონოპოლია – ფინანსური თვალსაზრისით ყველაზე მომგებიანი სამაგიდო თამაში ამერიკაში. საინტერესოა რომ ამერიკულ თამაშებში წარმატება მეტწილად იღბალზეა დამოკიდებული, ხოლო გერმანულში მეტი სტრატეგია.

 

კომპანია სამაგიდო თამაშობანი დაიფუძნა 2021 წელს, ქალაქ თბილისში. თამაშები იქმნება და იბეჭდება სტამბა ლაბქოლორ-ში : labcolor.ge  სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეუკვეთოთ და დაბეჭდოთ თქვენი სასურველი სამაგიდო თამაში. ფასების და დეტალური ინფორმაციის გასარკვევლად დაგვიკავშირდით მეილზე: labcolor2015@gmail.com

სხვა პროდუქციისგან , სამაგიდო თამშობანის პროდუქცია განსხვავდება იმით , რომ: ყველაფერი დამზადებულია საქართველოში, ქართულ ენაზე, თამაშებში ფუგურირებს ქართული ბრენდები, ფიალიალები, მაღაზიები,ბანკები და ა.შ. ყველაფერი უმაღლეს ხარისხშია დამზადებული. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს კლიანტებზე!